"სად არის თავმჯდომარე, ლომებზე სანადიროდ რომ წავიდა აფრიკაში?"

"სად არის თავმჯდომარე, ლომებზე სანადიროდ რომ წავიდა აფრიკაში?"

დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად აფხაზავა ხელმძღვანელობდა. სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურმა ახალი პროექტი წარადგინა - პროექტი სტადიონისკენ მიმავალი გზის შეკეთებას შეეხებოდა. "ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგისკენ მიიწევს, მაგრამ სტადიონთან გზა არის მიუვალი," - აღნიშნეს სხდომაზე. სხდომაზევე გაირკვა, რომ საკრებულოში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა ფრაქციამ, რომელსაც დავით წულაძე უხელმძღვანელებს. წულაძემ გამგეობის შენობაზე მიმაგრებული "ქართული ოცნების" დროშისა და კედელზე გაკრული კარიკატურების მოხსნა შეახსენა საკრებულოს.

"მე არ ვარ წინააღმდეგი "ქართული ოცნების" დროშის, მე თავად მაქვს სახლში, მაგრამ ადმინისტრაციულ შენობაზე მისი მიმაგრება დაუშვებელია. სად არის საკრებულოს თავმჯდომარე და რას აკეთებს, ვეფხვებზე და ლომებზე სანადიროდ რომ წავიდა აფრიკაში?! კეთილი ინებოს და ჩამოხსნას ესენი კედლებიდან. სახელმწიფო დროშასთან ერთად, სხვა დროშა არაა საჭირო", - თქვა წულაძემ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა