საქართველოში, ყველაზე კოჰაბიტაციური ადგილი - პარლამენტის ბუფეტია, - ამის შესახებ უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქში" წერს.
"საქართველოში, ყველაზე კოჰაბიტაციური ადგილი - პარლამენტის ბუფეტია...
-მიბრძანდით...
-ოჰ, როგორ გეკადრებათ...
-მე დაგპატიჟებთ...
-მადლობა, პირიქით მე ვაპირებდი თქვენს დაპატიჟებას...
და ა.შ.
მერე შევდივართ სასესიო დარბაზში და ერთმანეთს "ქათმის ბარკლებს" ვესვრით...",- წერს პარლამენტარი.
