რა ქონებას ფლობს თბილისში "პატარა ბიძინა"

რა ქონებას ფლობს თბილისში "პატარა ბიძინა"

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 21 იანვარს შეავსო.

ოლეგ იაძე თბილისში თემქის 11-ე მიკრორაიონში 24.0 კვ.მ ფართობის ბინას და 16.0 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს ფლობს, მის საკუთრებაშია  ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000.0 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი და ავტომანქანა Nisan-patfainder 2005 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომრით "OLG-001". იაძეს ნაღდი ფული 10 000 ლარი და 5 000 დოლარი აქვს.

კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2 ვაჟი, გიორგი და დავით იაძეებიც თბილისში, თემქის დასახლების 11-ე მიკრო-რაიონში ფლობენ ბინებს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა