გიგლა გობეჩია: "უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს"

გიგლა გობეჩია: "უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს"

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე ორი კვირაა ლექციები უცდებათ. განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს 2009 წლიდან უკითხავდა, მიმდინარე წლის 6 მარტიდან უნივერსიტეტის თანამშრომელი აღარ არის. იგი პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრებაზე გამოუცხადბლობის გამო გაათავისუფლეს. თუმცა თავად ადმინისტრაციას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

აკადემიური პერსონალის კონკურსი უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 6 მარტს ჩატარდა. კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად პროფესორ-მასწავლებლებს დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ. ახალი დებულების გათვალისწინებით კონკურსს მეორე ეტაპიც დაემატა. ეს ეტაპი კონკურსანტთან გასაუბრებას გულისხმობდა, რასაც აუცილებლად უნდა დასწრებოდა მონაწილე. გიგლა გობეჩია კი ამბობს, რომ მისთვის არავის აუხსნია, რომ დასწრება სავალდებულო იყო.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი ნესტან სულავა დანმარტავს, რომ გობეჩიამ დებულების ერთი მუხლი დაარღვია, რის გამოც კომისიამ მისი ადგილის ვაკანტურად დატოვება გადაწყვიტა. გობეჩია ფიქრობს, რომ მისი უნივერსიტეტიდან გაშვება წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი თქმით, მისი უნივერსიტეტიდან გაშვება უნივერსიტეტის ახალ რექტორს, მერაბ ბერიძეს უნდოდა. "ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. კომისიაზე მოხდა გარკვეული ზეწოლა", - ამბობს გობეჩია.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა