გაუსაძლისი პირობები და დახმარებაზე მეოცნებე ოჯახები ოზურგეთში

გაუსაძლისი პირობები და დახმარებაზე მეოცნებე ოჯახები ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წელს, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 30 000 ლარი გამოყო, 2011 წელს - 49 449 ლარი, გასულ წელს კი ეს თანხა გაორმაგდა და ჯამში 58 ოჯახზე 85 860 ლარი შეადგინა. 2013 წლის ბიუჯეტით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამაში 150 000 ლარია გათვალისწინებული. მანამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ოზურგეთში კომპენსაციები დარიგდა, აქაური ოჯახები მაინც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. მათ ერთჯერადი დახმარებით მხოლოდ თითო პრობლემა თუ მოაგვარეს, დიდი ნაწილი კი ისევ გადაუჭრელი აქვთ.

ოზურგეთში, ჩოხატაურის ქუჩაზე მცხოვრებმა 60 წელს გადაცილებულმა ციური თალაკვაძემ, რომელსაც 2011 წელს საცხოვრებელი ბინა დაეწვა და მხოლოდ მაცივარი გადაურჩა, გამგეობისგან დახმარების სახით 500 ლარი მიიღო.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა