ორი უძლური მეზობელი ქალბატონი გამოსახლების მოლოდინშია

ორი უძლური მეზობელი ქალბატონი გამოსახლების მოლოდინშია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ორ ქალბატონს გამოსახლებით ემუქრებიან. ორი დღის წინ, 52 წლის მზია ღონღაძეს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს და თუ აქამდე გამუდმებით შინიდან გამოძევებით ემუქრებოდნენ, ახლა საარსებო ლუკმა-პურის გარეშეც დარჩა. ღონღაძეების ოჯახის ისტორია, რომლიც სოფელ ლიხაურში, ყოფილი საყვავილე მეურნეობის ტერიტორიაზე 1955 წლიდან არის ჩამოსახლებული, მთელს ოზურგეთში გახმაურებულია.

მიწის ის ნაწილი, რომელზეც მათი პატარა სახლი დგას, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ჰექტრობით მიწის ფართობთან ერთად,  ოზურგეთის ყოფილმა გამგებელმა ვასილ ტუღუშმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა ავთო ღლონტმა მიითვისეს. ღონღაძემ იჩივლა, თუმცა, შვიდჯერ გადადებულ სასამართლოს ამ ოჯახის სასარგებლო განაჩენი მაინც არ გამოუტანია. "ქმარი ჩემი სახლიდან გამომსახლებლების ერთ-ერთი მოვარდნის შემდეგ გარდამეცვალა, ახლა კი სოციალური დახმარება მთავრობამ მომიხსნა. არანაირი გზა აღარ დამრჩა, გარდა სიკვდილამდე ამ ორი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის", - ამბობს მზია ღონღაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა