"საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის" შემუშავება ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების შექმნას ხელს შეუწყობს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, "საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის" შემუშავების შესახებ.
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დოკუმენტის შემუშავება ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების შექმნას და წაახალისებს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების იმ მიმართულებებით წარმართვას, რომლებიც ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, კერძო სექტორისთვის საინტერესოა.
"ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავუზიაროთ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს ბიზნეს სექტორის საკუთარი წინადადებები,"- აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9