ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დამთვალიერებლებს უჩვეულო ექსპონატის ხილვის საშულება აქვთ: მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში მინის ყუთში შოტლანდიელ მსახიობ ტილდა სუინტონს სძინავს. პერფორმანსი 7 საათის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ კონკრეტულად თუ რომელ დღეს შეიძლება მსახიობის მუზეუმში ხილვა, მუზეუმის თანამშრომლებმაც კი არ იციან. ჟურნალისტებმა მოახერხეს მხოლოდ გაერკვიათ, რომ სუინტონის კომპოზიცია The Maybe-ის წარმოდგენა წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეულჯერ მოხდება.
მსახიობს ფიფქიას როლის მორგება პირველად არ უწევს: იგივე The Maybe პირველად 1995 წელს ლონდონის გალერეა Serpentine წარმოადგინა, შემდეგ კი რომში Museo Barracc, მაგრამ მაშინ აქციას შესაბამისი რეკლამა ჰქონდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია People-ის მიხედვით.