რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში?

რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში?

ქუთაისში, სადაც საბჭოთა ეპოქაში 60 მიწისქვეშა სარდაფი არსებობდა, ერთ-ერთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისიის ქვეშ დღემდე არსებობს. სარდაფი წმინდა ნინოს ქუჩზეა. საბჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების­თვის გან­კუთ­ვნილ ელი­ტა­რულ თავ­შე­სა­ფარს ად­გი­ლობრი­ვმა ხელისუფლებამ ახალი ფუნქცია შესძინა და მის პირველ ნაწილს სა­არ­ჩევ­ნო ყუთების შე­სა­ნახად იყენებს.

თავის დროზე 300 ადამიანზე  დათვლილი სარდაფი, კეთილმოწყობილი იყო ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობებით - საშხაპეებით, სატელეფონო კაბინებით და სავენტილაციო სისტემით. დღეს თავშესაფარში ჩასვლა არც თუ ისე უსაფრთხოა. მისი ყველა ოთახი სინესტისგან დაობებულია, განადგურებულია ინვენტარი და ჩამოშლილია თავშესაფრის ინტერიერი.

თავდაცვით ნაგებობას, ორმაგი რკინის კარებით, რამდენიმე გასასვლელი აქვს, კრიტიკულ მდგომარეობაში სარდაფის ბინადართ საიდუმლო გვირაბით სარგებლობაც შეეძლოთ. გვირაბის მეორე ბოლო თეთრ ხიდამდე, მდინარე რიონის სანაპიროზე გადის. დღეს გვირაბი გამოსაყენებლად უვარგისია. ის ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან არსებული სამოქალაქო უსაფრთხოების განყოფილების მეთვალყურეობის ქვეშაა. მაგრამ ეს სამსახური თავშესაფრების მოწესრიგებაზე და განხლებაზე თანხებს არ ხარჯავს. თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების ამ მივიწყებულმა საკითხმა ქვეყანას თავი კვლავ შეახსენა - განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა