ლაგოდეხის ქუჩებში მოსეირნე საქონლის მესაკუთრეებს დააჯარიმებენ

  ლაგოდეხის ქუჩებში მოსეირნე საქონლის მესაკუთრეებს დააჯარიმებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქალაქის ქუჩებში გაშვებული საქონლის მესაკუთრეებს დააჯარიმებს. ამის შესახებ ლაგოდეხის გამგებლის მოადგილემ, გიორგი ბიჭიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ძვირადღირებული ნარგავები ირგვება, ქუჩაში გაშვებული საქონელი კი მას ანადაგურებს. ქუჩაში მოსიარულე პირუტყვის მესაკუთრეებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა