სმარტფონები და ტელეფონები ყველაზე გამძლე ელემენტებით

სმარტფონები და ტელეფონები ყველაზე გამძლე ელემენტებით

მათთვის, ვისაც სმარტფონი აქვს, ნაცნობი პრობლემაა როზეტისა და ტელეფონის დამტენის გამუდმებული ძიება. ეს "სუპერტელეფონები" ელემენტის დატენვას ყოველდღიურად ითხოვენ. რაც უფრო აქტიურად იყენებთ სმარტფონში ჩატვირთულ აპლიკაციებს, მით უფრო მალე ჯდება მისი ელემენტი და თქვენც ენერგიის წყაროს ძებნას იწყებთ.

მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით უფრო მეტი ემუშავათ.

"ნოკია" ყოველთვის ცნობილი იყო თავისი პროდუქტის ელემენტთა გამძლეობით. სწორედ ამ ბრენდმა შექმნა ტელეფონი, რომელიც მართალია არ არის მაღალი ტექნოლოგიის შედევრი, თუმცა დამტენის გარეშე მუშაობა 1 თვის მანძილზე შეუძლია.

ამ ტელეფონს Nokia 105-ი ქვია და მისი ფასი სულ რაღაც 15 ევროა. მისი გაყიდვა 2013 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით განსხვავებული ძველი თაობის ტელეფონია, რომლითაც საუბარი 12 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. Nokia 105-ი მარტო ლაპარაკისთვის არაა გამოსადეგი. თავისუფლად შეძლებთ YouTube-ზე ვიდეოების ნახვასაც.

ელემენტი სმარტფონებთან შედარებით კარგად ძლებს, ვინაიდან ძლიერი პროცესორის და დიდი ეკრანის გამოკვება არ უწევს.

Highscreen Boost

292 აშშ დოლარი.

ეს ორბარათიანი Android 4.1.2-ის სმარტფონი ბაზარზე არსებული ყველაზე გამძლე ელემენტითაა აღჭურვილი. სხვა მოდელებში აკუმულატორის მოცულობა როგორც წესი, არ აჭარბებს 2000-25000 ამპერს საათში, ხოლო ხსენებული სმარტფონის აკუმულატორის მოცულობა 4160 ამპერი საათშია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ტელეფონი დატენვის გარეშე დაახლოებით ერთ კვირას ძლებს. თუ ბევრს ითამაშებთ და ილაპარაკებთ, მისი გამძლეობა 4 დღემდე შემცირდება, თუმცა ეს მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებალია, ვინაიდან თანამედროვე სმარტფონთა თითქმის 100%-ის ელემენტი მხოლოდ 1-2 დღეს ძლებს.

Highscreen-ის მწარმოებელი იაპონური კომპანიაა. ის სხვა ანდროიდ-ფონებთან შედარებით 20 გრამით მძიმეა, თუმცა მოხმარებისას ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

Lenovo P770

388 აშშ დოლარი.

ამ სმარტფონსაც ორი სიმ ბარათის ერთდროულად ამოქმედება შეუძლია. აკუმულატორის მოცულობა 3500 ამპერი/სთ-შია, რაც საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ დიდია, თუმცა რეკორდს მაინც ვერ ამყარებს. Lenovo P770-იც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა სმარტფონი შესამჩნევად მჩატეა და მხოლოდ 162 გრამს იწონის.

Motorola RAZR MAXX

517 აშშ დოლარი.

ეს Motorola-ს უკვე მესამე მოდელია, რომელსაც ეს სახელი ჰქვია. პირველი ორი - ჩვეულებრივი ტელეფონები იყო, ხოლო მესამე უკვე სმარტფონად გამოვიდა. მასში გაძლიერებული ელემენტია მოთავსებული, რომლის მოცულობა 3300 ამპერი/სთ-შია.

Samsung Galaxy Note II

679 აშშ დოლარი.

უხეშად რომ ვთქვათ, ეს უკვე სმარტფონი კი არა, მისი პლანშეტური ჰიბრიდია. ეკრანის დიაგონალი 5.55 დიუმია, ხოლო რეზოლუცია 720 х 1280. (სტანდარტული რეზოლუცია 540 х 960). აკუმულატორი 3100 ამპ/სთ-ში. ის ნამდვილად ჩრდილავს კონკურენტებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასიც შესაბამისად მაღალი აქვს.

მომზადებულია aif.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს