ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო სიმღერები ავტომობილის მართვის დროს

ყველაზე სახიფათო და უსაფრთხო სიმღერები ავტომობილის მართვის დროს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ავტომობილის მართვის დროს ყველაზე უსაფრთხო და სახიფათო სიმღერების რეიტინგი შექმნეს. კვლევას ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორი საიმონ მური და Confused.com-ის სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 4-მა ქალმა და 4-მა მამაკაცმა მიიღო. მათ ავტომობილით 400 კმ-ი მუსიკის გარეშე და 400 კმ-ი კონკრეტული ჟანრის მუსიკის თანხლებით გაიარა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე საშიში ისეთი მუსიკაა, რომელიც გამოირჩევა სწრაფი ტემპით და ამასთან, მძღოლს არ მოსწონს. აღმოჩნდა, რომ მგზავრობის დროს მძღოლზე უარყოფით გავლენას ახდენს კლასიკური მუსიკაც.

მანქანის მართვისთვის ყველაზე სახიფათო სიმღერების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. "Hey Mama", The Black Eyed Peas

2. "Dead on Arrival", Fall Out Boy

3. "Paper Planes", M.I.A

4. "Walkie Talkie Man", Stereogram

5. "Paradise City", Guns N’ Roses

6. "How You Remind Me", Nickelback

7. "Hit the Road, Jack", Ray Charles

8. "Get Rhythm", Johnny Cash

9. "Heartless", Kanye West

10. "Young, Wild and Free", Snoop Dogg & Wiz Khalifa (feat. Bruno Mars)

ბრიტანელი მეცნიერების მონაცემებით, ყველაზე უსაფრთხო მუსიკა მძღოლისთვის ისაა, რომელიც წუთში 60-80 დარტყმისგან შედგება. დოქტორმა მურმა აღნიშნა, რომ მუსიკალური ტრეკის რიტმი, საჭესთან მჯდომი ადამიანის პულსს უნდა ემთხვეოდეს.

ათი ყველაზე უსაფრთხო სიმღერის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. "Come Away With Me", Norah Jones

2. "Billionaire Feat. Bruno Mars", Travie McCoy

3. "I’m Yours", Jason Mraz

4. "The Scientist", Coldplay

5. "Tiny Dancer", Elton John

6. "Cry Me a River", Justin Timberlake

7. "I Don’t Want to Miss a Thing", Aerosmith

8. "Karma Police", Radiohead

9. "Never Had a Dream Come True", S Club 7

10. "Skinny Love", Bon Iver

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კვლევებმა დადასტურა, რომ საჭესთან სიმღერა სახიფათოა. საქმე ის არის, რომ თავის ტვინი ამ დროს კიდევ უფრო იტვირთება და მძღოლის ყურადღება დუნდება.

თუ გსურთ, რომ უსაფრთხოდ იმგზავროთ მუსიკასთან ერთად, ბრიტანელი მეცნიერები გირჩევენ ინსტრუმენტალურ მუსიკას სიტყვების გარეშე.

მომზადებულია neva24.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს