ბუდე ადამიანებისთვის

ბუდე ადამიანებისთვის

კალიფორნიაში მცხოვრები ხელოვანი, ჯეისონ ფენი ბუდეებს ადამიანებისთვის ქმნის, რათა ჩვენც გავაცნობიეროთ, როგორ ცხოვრობენ ფრინველები.

ჯეისონი ადგილობრივი ტყიდან მოკრეფილი ტოტებისგან ბუდის ფორმის "დასასვენებელ კომპლექსს" ქმნის, სადაც ნებისმიერ მსურველს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სუფთა ჰაერზე, ჩრდილში მშვიდად დასვენება შეეძლება. რასაკვირველია, მცირე ზომის ბუდეში დიდი კომფორტი არ დაგხვდებათ. ბუდეში მხოლოდ ლეიბია ჩაფენილი.

უმჯობესია მზიან ამინდში გადაწყვიტოთ, ფრინველად "გადაქცევა", რადგან წვიმის დროს დასველებისგან ვერაფერი დაგიცავთ. ბუდე ერთდროულად მხოლოდ 8 ადამიანს იტევს. "ბინაში" ხის კიბის დახმარებით მოგიწევთ ასვლა.

ჯეისონი ყველა ტოტს გულისყურით ამოწმებს და ბუდის ასაშენებლად, ადამიანების წონისთვის გამძლე, ძლიერ ტოტებს არჩევს.

როგორც წესი, ხელოვანი ბუდეს ისეთ ადგილებში აშენებს, სადაც ცეცხლის გაჩენის ნაკლები შანსია.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს