ლიტვაში Like-ის ყველაზე დიდ სკულპტურას დადგამენ

ლიტვაში Like-ის ყველაზე დიდ სკულპტურას დადგამენ

ლიტვაში ქანდაკების დადგმას გეგმავენ, რომელიც Facebook-ის სიმბოლო Like-ს განასახიერებს. პროექტმა სოციალური ქსელების მომხმარებლებში ქვეყნის მიმზიდველობა უნდა გაზარდოს.

სკულპტურის სავარაუდო ზომები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Like-ის ქანდაკება "სამყაროში უდიდესი" იქნება.

სკულპტურის დასადგმელ ადგილს ხმის მიცემით გამოავლენენ. არჩევნები კი სოციალურ ქსელებში ჩატარდება. ჯერჯერობით  განთავსების სურვილი ოთხმა ქალაქმა გამოთქვა: ვილნიუსმა, დრუსკინინკაიმ, კაუნასმა და პალანგამ. დრუსკინინკაი სკულპტურის შუა ტბაში დადგმის ინიციატივით გამოდის.

სიმბოლო Like Facebook-ში გამოიყენება, რომელიც სავაჭრო ბრენდად არის დარეგისტრირებული.

მომზადებულია Delfi.lt-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს