19 აპრილის აქციისთვის ჩოხატაურიდან 800 კაცის ჩამოყვანა იგეგმება?

19 აპრილის აქციისთვის ჩოხატაურიდან 800 კაცის ჩამოყვანა იგეგმება?

"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილის აქციისთვის ემზადება. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აქციაზე ჩოხატაურიდან 800 კაცი უნდა წავიდეს და თითოეულ მათგანს 250 ლარს გადაუხდიან. თუმცა, პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

"19 აპრილამდე ჯერ დიდი დროა. დაზუსტებით არ ვიცი, რამდენი ადამიანი წამოვა. 800 ადამიანის წაყვანა ძალიან დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული. 50 მიკროავტობუსი მაინც დასჭირდება და ძნელი სათქმელია, მოხერხდება თუ არა ამ რაოდენობის ადამიანის წაყვანა. რაც შეეხება თანხის მიცემას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორია", - აცხადებს დიმიტრი კორიფაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა