ია ანთაძე - რეგიონები მიატოვა ბიძინა ივანიშვილმა

ია ანთაძე - რეგიონები მიატოვა ბიძინა ივანიშვილმა

ჟურნალისტი ია ანთაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რეგიონების მიტოვებაში ადანაშაულებს.

"როდესაც ახალი ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი შევთავაზეთ ფეისბუკ საზოგადოებას, ძირითადი შეკითხვები და მოსაზრებები შემოვიდა საკადრო ცვლილებებზე შუა და ქვედა რგოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებში. როგორც ჩანს, რეგიონები მართლა მიატოვა ბიძინა ივანიშვილმა და იქ "ათასი ჯურის" ნაძირლები დანავარდობენ...

ადგილობრივი თვითმმართელობის რეფორმა "იქოქება". მაგრამ არჩევნები მხოლოდ 2014 წელს არის დანიშნული და მანამდე ბევრ რამეს გააფუჭებენ ზედმეტად ენერგიულები. თანაც, ახალი "დარაიონების" იდეა ბევრს არ მოსწონს...

სხვათა შორის, პარლამენტის მაჟორიტარების მიმართ ჩივილიც არაერთხელ მომისმენია - რომ ადგილებზე კადრების დანიშვნა მთლიანად მათი გავლენის სფეროა...

აგრეთვე, დიდი პრობლემაა ნეპოტიზმი. ნეპოტიზმიც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციაზე წინ პირადი ინტერესი მოდის", - წერს "ფეისბუქში" ია ანთაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს