ხელფასებზე 700 000 ლარი იხარჯებოდა, დღეში თითო ბავშვის კვებაზე კი 43 თეთრი

ხელფასებზე 700 000 ლარი იხარჯებოდა, დღეში თითო ბავშვის კვებაზე კი 43 თეთრი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ქეთევან მარჩილაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღებში წინასაარჩევნოდ შტატები გაბერილი იყო და 238 თანამშრომელი ამიტომ გაათავისუფლეს. მისი თქმით, თანამშრომლების ხელფასებზე წელიწადში 700 000 ლარი იხარჯებოდა, დღეში თითო ბავშვის კვებაზე კი 43 თეთრი იყო გათვალისწინებული.

"1150 ბავშვი ირიცხებოდა 37 საბავშვო ბაღში, თანამშრომელთა რაოდენობა კი 538 იყო, ორ ბავშვზე 1 თანამშრომელი მოდიოდა. ეს არანაირ სტანდარტში და გათვლებში არ ჯდებოდა", - განაცხადა ქეთევან მარჩილაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა