კოკა ყანდიაშვილი - "მეშინია "უმცირესობას" არაფერი დაემართოს"

კოკა ყანდიაშვილი - "მეშინია "უმცირესობას" არაფერი დაემართოს"

პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"დღეს ქება-დიდების იმდენი წერილი და განცხადება მიიღო ივანიშვილის მთავრობამ, ჯერ ევროპიდან და ახლა უკვე ამერიკიდან - რომ მეშინია "უმცირესობას" არაფერი დაემართოს", - წერს ყანდიაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოში დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მთავრობასთან მიმართებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ ვენტრელის განცხადებაში ვკითხულობთ: „დღეს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო შესწორება, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო საკონსტიტუციო ნორმებთან და პრეზიდენტს ართმევს ერთპიროვნულ უფლებამოსილებას, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ახალი მთავრობა. აშშ ულოცავს საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ამ მნიშვნელოვან, ორივე პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ის გზას უკვალავს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას და განახლებული ყურადღების მინიჭებას იმ ბევრი საკითხისთვის, რომელთა წინაშეც დღეს დგას მთავრობა. ჩვენ იმედს გვაძლევს ის პოლიტიკური კონსენსუსი, რომელსაც ეს შეთანხმება ეფუძნება და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ საჯარო გამოსვლებში კონსტრუქციული, მომავალზე ორიენტირებული ტონის შენარჩუნებისკენ, რაც უპასუხებს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის სამომავლო წინსვლის უზრუნველყოფის მიზანს“.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს