ბრაზილიის ქალაქ კურიბიტაში, საავადმყოფო Hospital Evangelico-ს ექიმი, ვირჯინია სოარეს დე სოუზა დაპატიმრებულია. ექიმი უკიდურესად მძიმე პაციენტებს სასიკვდილოდ იმეტებდა - წამლის დიდ დოზას უკეთებდა რომ პალატის ლოგინები გათავისუფლებულიყო და ახალი პაციენტების მიღება შესძლებოდა.
დაკავებულ ექიმს უკიდურესად მძიმე პაციენტების მეთვალყურეობა ევალებოდა. ადგილობრივმა პოლიციამ 1 თვეა დამნაშავე დააკავა და უკვე 20 პაციენტის მკვლელობაში დასდო ბრალი, თუმცა როგორც ირკვევა, მის სინდისზე გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლეა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 300 პაციენტის სიკვდილის მიზეზია გამოსაძიებელი.
დამნაშავე რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს წამლების ფატალურ დოზას აძლევდა, ან ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ადამიანებს ჟანგბადს მნიშვნელოვნად უმცირებდა. ვირჯინიასთან ერთად კიდევ 3 ექიმი და 1 ექთანია დაკავებული - ისინი თანამზრახველები იყვნენ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.