"სტიქიური" გადაწყვეტილება - ქარელის გამგეობამ მანქანების რემონტზე 146 000 ლარი გამოყო

"სტიქიური" გადაწყვეტილება - ქარელის გამგეობამ მანქანების რემონტზე 146 000 ლარი გამოყო

2013 წლის 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტომობილების რემონტისთვის ტენდერი 146 000 ლარზე გამოაცხადა. პრეისკურანტის (მომსახურების ნუსხის) სავარაუდო ღირებულება ჯამში 145 893 ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწილე კომპანიას მოქმედი სერვისცენტრი ქ. ქარელიდან არაუმეტეს 40 კმ-ზე უნდა გააჩნდეს. ქარელის გამგეობის სატენდერო კომისიის აპარატის ხელმძღვანელი ივანე ბუზალაძე იმედოვნებს, რომ ეს თანხა შეიძლება სრულად არც დაიხარჯოს.

"თუ მაგალითად მიმდინარე წელს დაზიანდა ჩვენი რომელიმე ავტომანქანა, მისი რეაბილიტაციისთვის თანხა უნდა იდოს ბიუჯეტში. ამ წუთში ვერ გეტყვით, რომელიმე მანქანას სჭირს თუ არა რამე, მაგრამ მომსახურების ნუსხის მიხედვით, მხოლოდ ღირებულებებია ჩამოწერილი. არა მგონია "სუბარუს" მიმდინარე წელს ყველაფერი დაუზიანდეს და ეგ თანხა მთლიანად მოხმარდეს. თუ აღმოჩნდება, რომ ამ პერიოდში არც ერთ მანქანას მომსახურება არ დაჭირდა, რა საკვირველია, თანხა აუთვისებელი დაგვრჩება" - განმარტავს ივანე ბუზალაძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა