თელავის უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თელავის უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, თინათინ ჯავახიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხელმოწერებს აგროვებენ. რექტორის გადადგომის მოთხოვნით, აკადემიურ საბჭოს განცხადებით მიმართა უნივერსიტეტში შექმნილმა სტუდენტურმა გაერთიანებამაც. როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი ქეთევან გიგაშვილი აცხადებს, აკადემიური პესონალის 100 წევრიდან განცხადებას ხელი 60-მა მოაწერა.

"საკმაოდ რთულია მოქმედ რექტორს დაუპირისპირდე, წინააღმდეგობის გაწევა მაინც ეშინიათ. განცხადებაში აღნიშნულია მთელი იმ მარცხის კასკადი, რაც რექტორმა დაუშვა ბოლო ორი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტი მიიყვანა საშინელ მდგომარეობამდე, არის ყველა სახის კრიზისი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ფინანსური. შესაბამისად, განცხადებას თანდართული ხელმოწერებით აკადემიურ საბჭოს გადავცემთ. აკადემიურ საბჭოს საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ მინიჭებული აქვს რწმუნება, შეუძლია გამოიყენოს უფლება და დააყენოს რექტორის უნდობლობის საკითხი," - აღნიშნა ქეთევან გიგაშვილმა, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიორგი გოცირიძის მეუღლეა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა