ქუთაისს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს ჩააბარებენ?

ქუთაისს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს ჩააბარებენ?

ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე, რომელიც ამჟამად მივლინებაში იმყოფება, შესაძლოა სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიგა გიორგაძემ შეცვალოს. აღნიშნულ ინფორმაციას სოზარ სუბარის მოადგილე  არც უარყოფს და არც ადასტურებს. გიორგაძე აცხადებს, რომ ქუთაისის მერად დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია, ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. თუმცა, მისი თქმით, რადგან ის ქუთაისელია და სკოლაც ამ ქალაქში აქვს დამთავრებული, რა პოზიციაზეც უნდა იყოს, ყოველთვის უგულშემატკივრებს ქუთაისს.

არსებული ინფორმაციით, იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა გიგა შუშანიამ ქუთაისის მერად გიგა გიორგაძის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები სასჯელაღსრულების მინისტრთან, სოზარ სუბართან გამართა.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა