რუსეთი ონლაინ-აუქციონზე გამოიტანეს

რუსეთი ონლაინ-აუქციონზე გამოიტანეს

ონლაინ მაღაზია eBay-ზე გასაყიდად რუსეთი გამოიტანეს. უცნაური ლოტის ავტორი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბაშკირეთის რესპუბლიკის, ქალაქ ბელბეის მოქალაქეა.

განთავსებიდან მალევე ლოტს 53 გამოხმაურება დაუგროვდა, თუმცა ის ონლიან-მაღაზიის ადმინისტრაციამ სწრაფადვე წაშალა.

გასაყიდად გამოტანილი რუსეთის ლოტს ფოტოს სახით კრემლის ფოტო ჰქონდა დართული. აღწერაში ლოტის ავტორმა დაწერა, რომ "ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაშია", არ არის ახალი და "ნახმარია 1000 წლის მანძილზე".

ლოტის წაშლამდე აუქციონის პრინციპით რუსეთის ფასმა 100 000 დოლარს მიაღწია.

გასაყიდი რუსეთისადმი ყურადღების მისაპყრობად ლოტის ავტორმა რუსეთის რუკა და სპორტულ შეჯიბრებებზე გამარჯვებული რუსი ქალების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ონლაინ-აუქციონზე გასაყიდად ქვეყანაა გამოტანილი.

2012 წელს საბერძნეთის მოქალაქე აუქციონზე მისი "ფინანსურად-დამძიმებული" ქვეყნის გაყიდვას ცდილობდა. ლოტს 75 გამოხმაურება მოჰყვა. საიტის ადმინისტრაციამ ის განთავსებიდან რამდენიმე საათში წაშალა.

მომზადებულია themoscowtimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს