კასპის საკრებულოს "ნაციონალი" თავმჯდომარე "ოცნების" მაჟორიტარს ზეწოლაში ადანაშაულებს

 კასპის საკრებულოს "ნაციონალი" თავმჯდომარე "ოცნების" მაჟორიტარს ზეწოლაში ადანაშაულებს

კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი ამავე რაიონის "ქართული ოცნების" მაჟორტარ დეპუტატს დავით ონოფრიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მესროფაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა. მისი თქმით, დავIტ ონოფრიშვილის დავალებით მისი ბიუროს ხელმძღვანელი თემურ ხაბაძე საკრებულოს წევრებს სახლში აკითხავს და აიძულებს თანამდებობის დატოვებას. ამასტან, მესროფაშვილის თქმით, მაჟორიტარი საკრებულოს წევრებს ემუქრება კიდეც. რაც იმაში გამოიხატება, რომ თუკი ხელმძღვანელ პირად მესროფაშვილი დარჩება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები რაიონისთვის აღარ გადაირიცხება.

"6 თვეა რაც არჩევნები ჩატარდა და არ შეგვხვედრია დეპუტატებს. გუშინ კასპის "ბატონმა" დავით ონოფრიშვილმა ამ შეხვედრის გამართვა მოისურვა. გვეგონა, რომ ის სტიქიის შესახებ დაგველაპარაკებოდა. თუმცა შეხვედრა სხვა მიმართულებით წავიდა და გვითხრა, რომ გადამდგარიყო თავმჯდომარე და მის ნაცვლად საკრებულოს წევრი ხათუნა თათანაშვილი აგვერჩია. ჩვენი პრეტენზია ისაა, რომ ის უხეშად ერევა საკრებულოს საქმიანობაში. მე განცხადების დაწერას არ ვაპირებ", - განაცხადა მესროფაშვილმა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა