პრინც ჩარლზის დისშვილი ფეხსაცმლის გამო დააკავეს

პრინც ჩარლზის დისშვილი ფეხსაცმლის გამო დააკავეს

პრინც ჩარლზის დისშვილი, ბრიტანეთის ტელევარსკვლავი ტარა პალმერ-ტომპკინსონი ციურიხის აეროპორტში დააკავეს. მის ბარგში ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომლის ქუსლს პისტოლეტის ფორმა ჰქონდა.

41 წლის პალმერ-ტომპკინსონი სამთო- სათხილამურო კურორტ კლოსტერსიდან ბრიტანეთში ბრუნდებოდა, როდესაც აეროპორტის თანამშრომელთა ყურადღება მისი ბარგის შემადგენლობამ მიიპყრო.

"ციურიხის აეროპორტში ჩემი ”მკვლელი” ფეხსაცმლისთვის დამაპატიმრეს. რენტგენისთვის არც ისე სახარბიელო დღეა",- დაწერა მოგვიანებით ტელევარსკლავმა სოციალურ ქსელში.

აურზაური კი მოდის სახლ Chanel-ის 2009 წლის კოლექციის ფეხსაცმლის გამო მოხდა. აქსესუარის 9 სანტიმეტრიანი ქუსლი ცეცხლსასროლი იარაღის ზუსტი ასლია.

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის დისშვილმა პოლიციის განყოფილებაში 7 საათი გაატარა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პალმერ-ტომპკინსონის გარდერობის ნივთი მებაჟეებში ეჭვს იწვევს.

2009 წელს მას კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჩამოართვეს. მათ ჩათვალეს, რომ აქსესუარის იარაღად გამოყენება შეიძლებოდა.

მომზადებულია ifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს