რადიო ჰერეთი "ცხელ შოკოლადს" 1 ლარად ყიდვას სთავაზობს

რადიო ჰერეთი "ცხელ შოკოლადს" 1 ლარად ყიდვას სთავაზობს

რადიო "ჰერეთი" რადიო "ცხელი შოკოლადის" მფლობელებს ამ რადიოსადგურის 1 ლარად მიყიდვას სთავაზობს, - ამის შესახებ რადიო "ჰერეთის" დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ "ცხელი შოკოლადის" ფეისბუქის გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც "media.ge" -ს მასალას გაეცნო. ვებპორტალ "media.ge" -ს ინფორმაციით, რადიო "ცხელი შოკოლადი“ აპრილის ბოლოს რეორგანიზაციას და ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ამ პროცესში არხის ეთერში გადაცემების ნაწილი იხურება, ნაწილს ფორმატი ეცვლება, დანარჩენი გადაცემები კი, უცვლელად გაგრძელდება.

"ამ რადიოსადგურში უკვე მეორედ განხორციელდება იმ კონცეფციის შეცვლა, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მას ლიცენზია გადასცა. რადიო "ცხელი შოკოლადში" განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმის შესახებ, რომ ლიცენზია არაპროფესიონალების ხელშია, რაც ცალსახად ვერ გახდებოდა სამაუწყებლო კონცეფციის განხორციელების საშუალება", - აცხადებენ "ჰერეთის" მენეჯმენტში.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა