სამტრედიელი "ნაციონალები" აქტივისტებს ბიუჯეტის ხარჯზე ინახავენ

სამტრედიელი "ნაციონალები" აქტივისტებს ბიუჯეტის ხარჯზე ინახავენ

სამტრედიაში "ნაციონალები" შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადებიან, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებს ირიცხავენ. აღნიშნულის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "სამტრედიის" თავმჯდომარე კობა ძიძიგური საუბრობს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მიმდინარე წელს "ნაციონალებმა" პრემია ოფიციალურად ორჯერ - იანვარსა და მიმდინარე თვეში მიიღეს. ხოლო გასულ წელს პრემია 6-ჯერ გამოიწერეს. ამასთან, ძიძიგურის თქმით, აღნიშნული საკითხის დაყენება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

"ახლა არჩევნები ახლოვდება. "ნაციონალების" აქტივისტებს ქუჩაში სარბენად და აგიტაცია- პროპაგანდისათვის ფული სჭირდებათ. პრემიები რაც ოფიციალურად იწერება ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, თორემ ისე ინდივიდუალურად, ვინ რას იღებს, ეს კიდევ ცალკე საქმეა", - ამბობს ძიძიგური.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა