14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა დაგლიჯეს

14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა დაგლიჯეს

კალიფორნიაში 14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა სასიკვდილოდ დაგლიჯეს. თინეიჯერი ჯეიდ ლომას ანდერსონი მეგობარს, კიმბერლი კონკანონს სტუმრობდა. გოგონებმა თამაშის შემდეგ სადილობა გადაწყვიტეს. მეგობარი სახლიდან გავიდა და შინ ჯეიდი დარჩა.

გოგონა ხორცის ღვეზელს ჭამდა, როდესაც მოულოდნელად სახლში მყოფი 4 ძაღლი დაესხა თავს. ცხოველებმა ჯეიდი რამდენიმე წუთში დაგლიჯეს. პოლიციამ სახლიდან ხმაური გაიგონა, თუმცა შემთხვევის ადგილას მხოლოდ გოგონას გვამი და განრისხებული ძაღლები დახვდა. სამართალდამცავებმა სახლი შტურმით აიღეს და ცხოველების დახოცეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, გოგონა იატაკზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა, მას სხეულზე უზარმაზარი ნაკბენები ჰქონდა.

სახლში 2 ბულტერიერი, 1 ბულმასტიფი და 1 ამერიკული ბულდოგი ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ცხოველები ყოველთვის აგრესიულები იყვნენ და უყეფდნენ ყველას, ვინც კი სახლის ტერასასთან ახლოს ჩაივლიდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს