ეკა კვესიტაძე ეკლესიის თემაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო დაგმობას ელის

ეკა კვესიტაძე ეკლესიის თემაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო დაგმობას ელის

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” განცხადებას ”ფეისბუქზე” ეხმაურება. როგორც ცნობილია, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” კვესიტაძის გადაცემა "აქცენტებში" გამოთქმულ მოსაზრებებს გაემიჯნა.

"მალე დამგმობენ... მაინტერესებს ამ სიტყვების ავტორი ვინ არის. ვერ გავარკვიე ჯერ...

ეჭვი მაქვს ბაქრაძე და ჩართოლანი - სხვას არავის აქვს უფლებამოსილება ილაპარაკოს მაუწყებლის სახელით. ერთი მოვალეობის შემსულებელია, მეორე გენერალური პროდუსერი", - წერს კვესიტაძე.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადება მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა:

"26 მარტს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა "აქცენტების" პირველი ნაწილის თემა "რა როლი აქვს ეკლესიას სოციალურად დაუცველების დახმარებაში და რამდენად წარმატებულად ასრულებს ამ როლს" წარმოადგენს აქტუალურ საკითხს, თუმცა გადაცემაში დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება და აღშფოთება.

"აქცენტები" წარმოადგენს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა არ ერევა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

შესაბამისად, გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს