კლინტონების ქალიშვილი აფრიკელ ბავშვს იშვილებს

 კლინტონების ქალიშვილი აფრიკელ ბავშვს იშვილებს

ჰილარი და ბილ კლინტონების ქალიშვილი, 33 წლის ჩელსი ვერ ფეხმძიმდება და გადაწყვიტა, ბავშვი იშვილოს.

ჩელსი განიცდის, რომ მისი მშობლები ბოლო დროს ავადმყოფობენ და სურს, სურვილი, ბებია-ბაბუა გახდნენ, რაც შეიძლება მალე აუსრულოს. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, ჩელსი აფრიკელ ბავშვს იშვილებს.

"ჩელსი ვერ ფეხმძიმდება. ბილი და ჰილარი კი მოუთმენლად ელიან, როდის დაუძახებს პატარა შვილიშვილი ბებია-ბაბუას. მან გადაწყვიტა, რომ თუ უახლოეს თვეებშიც ვერ დაფეხმძიმდება, აფრიკელ პატარას იშვილებს", - წერს ვებსაიტი showbizspy.

შეგახსენებთ, ჩელსი 2010 წელს ბანკირზე, მარკ მეზვინსკიზე გათხოვდა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს