რა დაჯდა პრეზიდენტის წითელი სახურავები ახალციხეში

რა დაჯდა პრეზიდენტის წითელი სახურავები ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი ხელახლა გარემონტებულ სახურავებს მხოლოდ მას შემდეგ ჩაიბარებს, როცა ქალაქში წვიმა მოვა. პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული ახალციხის ”წითლად გადახურვის” 4 თვიან სამუშაოებში ხარვეზები დასრულებიდან 4 თვის შემდეგ, სწორედ ხანგრძლივი წვიმის შემდეგ გამოჩნდა. ახალციხეში, თამარაშვილის #7-ში და 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას ახლადშეცვლილი სახურავებიდან წვიმა ჩაუვიდათ.

"9 აპრილზე სილა იყო საკვამურში გაჭედილი, გაწმინდეს და სილიკონით შეაკეთეს. რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩას, აქ ხარვეზები უკვე აღმოფხვრეს, მაგრამ შეკეთებულს ჯერ არ ვიბარებთ, წვიმისას კიდევ ერთხელ შევამოწმებთ", - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო აპარატის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.

შარშან კი ახალციხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად პრეზიდენტის ფონდიდან 3576546,16 ლარი გამოიყო. ამ თანხით 152 შენობა ნაგებობა (საერთო ფართობით 93105 მ2. მათ შორის ახალციხეში 93 და ქალაქ ვალეში 59 შენობა) წითლად შეღებილი რკინის ფირფიტებით გადაიხურა.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა