პატარა ხის ბაყაყი კამერის წინ საკმაოდ უშიშრად გამოიყურება და ფერების სპექტრით გვაოცებს.
ფერადი ამფიბია თითქოს ნებისმიერ მომენტში მზადაა, ერთი ტოტიდან მეორეზე გადახტეს. მაგრამ ეს მოლოდინი არ მართლდება - სანამ გადახტება, მაგრად ეკრობა ლერწამს, შემდეგ კი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტოტზე მხიარულად მიცოცავს.
45 წლის ფოტოგრაფი, პიტერ რეინერსი ამბობს:
”ჩემთვის ეს ბაყაყი ყველაზე ლამაზია თავისი კონტრასტული ფერების გამო. მისი სურათის ნახვაც კი საკმარისია, რომ გამეღიმოს. თითქოს მეგობრულად გამოიყურება, ყოველთვის მხიარული სახე აქვს.”
ბაყაყი, რომელსაც აგალიქნის კალიდრიასი ეწოდება, ძირითადად, კოსტა რიკაში ბინადრობს. ასევე, ცენტრალური ამერიკის ტროპიკებსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.