"ვინდოუს 8"-ის ახალ ვერსიას ივნისში წარადგენენ

"ვინდოუს 8"-ის ახალ ვერსიას ივნისში წარადგენენ

პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი "მაიქროსოფტი", სავარაუდოდ, თავისი ახალი ოპერაციული სისტემის, "ვინდოუს 8"-ის განახლებულ ვერსიას ზაფხულში შემოგვთავაზებს.

Fox News იტყობინება, რომ ახალი ვერსიის პრეზენტაციის დღეს, რომელიც სან ფრანცისკოში, 26-28 ივნისს არის დაგეგმილი, კომპანია აგრეთვე, სამომავლო მიზნებსაც განიხილავს. ამის შესახებ "მაიქროსოფტის" ერთ-ერთმა ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა.

ამას ისიც ადასტურებს, რომ "მაიქროსოფტის" კორპორატიულმა ვიცე პრეზიდენტმა სტივ გუგენჰაიმერმა ბლოგზე ჩანაწერი შექმნა სათაურით: "ჩვენ გაგიზიარებთ განახლებებს და ვისაუბრებთ "ვინდოუსის" სამომავლო გეგმებზე."

კომპანიამ "ვინდოუს 8" კონფერენციაზე 2011 წლის 11 სექტემბერს წარმოადგინა.

მომზადებულია zeenews-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს