ბრიტანეთში, გლოსტერშირის საგრაფოში 7 კილოიანი ბავშვი დაიბადა. პატარა გოლიათის, სახელად ჯორჯის მშობლები 21 წლის ჯედი პაკერი და 21 წლის რაიან კინგი არიან.
ჯედიმ ჯორჯი 16 საათიანი ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ გააჩინა. ახალშობილი ჯორჯი ჩვეულებრივი წონის ბავშვზე ორჯერ დიდი იყო. ჯედი შვილს 6 თვის ბავშვის სამოსს აცმევს.
"სამშობიარო ბლოკში ჩემს მშობიარობას 20 ექიმი ესწრებოდა. მისი ზომით ყველანი გაოცებულნი დავრჩით. ჯორჯი ოჯახის ყველა წევრისთვის ნამდვილი სასწაულია", - ამბობს ჯორჯის დედა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.