რა რეკომენდაციებს იღებს ქორწინებასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე?

რა რეკომენდაციებს იღებს ქორწინებასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე?

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ "გურია ნიუსს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ვარშალომიძემ წინა და ახალი მთავრობის შეცდომების, 1 ლარად გასხვისებული ქონების, "გადაყრილი ფულისა" და მედიასთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

- ბატონო ლევან, რას ფიქრობთ, როგორი მენეჯერია არჩილ ხაბაძე?

- ჯერ მაგის განსაზღვრაც რთულია. საბანკო სექტორში ნამუშევარია, იმედია წაიყვანს სექტორს. ჩვენ მთავრობას დავუტოვეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა. ე.წ "შპარგალკა",  რომელიც შეიძლება გადაშალოთ და ყოველდღიურად გაწერილია სამოქმედო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მთავარია, ეს მიმართულებები და სტრატეგიული პრიორიტეტები არ უნდა შეცვალო. აჭარა იყო ტურისტული რეგიონი, იყო სოფლის მეურნეობა და ახალი მიმართულებით, რომელიც გვქონდა აღებული, ამ სფეროების განვითარება გვინდოდა.

- რას ნანობთ, რა ვერ გააკეთეთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

- დასანანი ისაა, რომ უფრო მეტი პროექტი უნდა გაგვეკეთებინა. დრო იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. შეცდომებს კონკრეტულად ვერ ჩამოგითვლით. 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობა გვეკავა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკით არ ვიყავით დაკავებულები. დაკავებულები ვიყავით კონკრეტული გეგმით. ეს იყო ბათუმის და მთლიანად აჭარის მშენებლობის პროცესი.

- ამბობენ, რომ თქვენ ძალიან დიდი ქონება ძმასა და მამაზე გაქვთ გაფორმებული და ამ ქონების უკანონობაზე საუბრობენ.

- ძალიან ბევრი არაა ის შენობა, რომელშიც ვცხოვრობ. თუ კონკრეტულად გაინტერესებთ ამის ფინანსური ანალიზი, შემიძლია წარმოგიდგინოთ ის სახსრები, საიდანაა ეს შეძენილი. აქ დასამალი არაფერია. თუ ამის დადასტურება მოგინდებათ ან მოუნდება ნებისმიერ ორგანოს, ყველას წარვუდგენ.

- სამომავლოდ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი - რომელ პოლიტიკურ თანამდებობაზე?

- ეს მომავლის საქმეა, მაგრამ, მოდით შევეგუოთ იმას, რომ ქვეყნისთვის კარგი მოხდა - ქვეყნის ისტორიაში, პირველად გადაეცა ხელისუფლება არჩევნების გზით. რაც მოხდა აჭარაში, სიმბოლურია. მე ვარ აჭარის მთავრობის ერთადერთი თავმჯდომარე, რომელიც არსად არ გაიქცა და საკუთარ ქალაქში ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ ბათუმში წავაგეთ. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ამ ქალაქში უდიდესი რაღაცა გაკეთდა, ძირეული გარდაქმნა მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ. აქედან გამომდინარე, უნდა მივეჩვიოთ, ამ წაგებას. წავაგეთ და უნდა შევეცადოთ, ვიყოთ ოპოზიციაში.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება? თქვენ არაერთხელ დაგასახელეს სასურველი სასიძოდ

- აჰა კიდევ ერთი კაცი (იცინის).

- პრეზიდენტმაც არაერთხელ მოგცათ რჩევა, დაოჯახებულიყავით.

- ბევრი რეკომენდაცია მოდის. დამანებე თავი (იცინის)! როგორც კი რამე იქნება, აუცილებლად გეტყვით.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იხილეთ ასევე: "ლევან ვარშალომიძის დაოჯახების შესახებ ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა