დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს - სტადიონი

დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს - სტადიონი

გურიაში "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში, სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო. კრებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურში 633 600 ლარი, ლანჩხუთში - 838 400 ლარი და ოზურგეთში კი 1 384 000 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს, პირველი კრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ჩატარდა. აქ, ორ უბანში, ძირითადი პრიორიტეტები: შიდა გზების მოწესრიგება, საყანე ფართობამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები და სასაფლაოს შემოღობვა გამოიკვეთა. მესამე უბანის კრება კი ხალხის სიმცირის გამო, აპრილის დასაწყისისთვის გადაიდო.

კრებები გაიმართა ურეკსა და წვერმაღალაში. დაბა ურეკისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი, რც მოსახლეობის უკმაყოფილობას იწვევს, თუმცა ადგილობრივებისთვის მთავარი პრიორიტეტები კრებაზე მაინც გამოიკვეთა. ურეკელებს ამ ეტაპზე შიდა გზის და სანიაღვრე არხების პრობლემის მოგვარება სურთ. წვერმაღალაში მოსახლეობამ მთავარ პრობლემად უწყლოობა დაასახელა. როდესაც უფროსები სხვადასხვა პრობლემის შესახებ საუბრობდნენ, სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა ხმამაღლა შემოსძახეს: - სტადიონი გვინდა, სტადიონი!

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა