მარიამ საჯაია - "ბოლოს, ალბათ, ხალხი იკითხავს - შოუ ვჭამოთ?!"

მარიამ საჯაია - "ბოლოს, ალბათ, ხალხი იკითხავს - შოუ ვჭამოთ?!"

უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია დავით უსუფაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გრიგოლ ვაშაძის წერილთან დაკავშირებით გააკეთა. წერილი ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ მისწერა. უსუფაშვილის თქმით, საზოგადოება უახლოეს მომავალში ყოფილი ხელისუფლების არაერთი შოკისმომგვრელი მიმოწერის შესახებ გაიგებს.

""ოცნება" ვერ გამოვიდა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმიდან და თავს კვლავაც "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციად მიიჩნევს. ცდილობენ ხალხის ყურადღება გადართონ და მიიპყრონ კვლავ ემოციებზე გათვლილი შავი პიარით, ნაცვლად შეუსრულებელი დაპირებებისა. თუმცა საეჭვოა დიდხანს გასტანოს ამ ახალ-ახალმა ინექციებმა. ბოლოს ალბათ ხალხი იკითხავს - შოუ ვჭამოთ?!...

მრცხვენია ნამდვილად, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ ოცნებობს და საკმეს ნაკლებად აკეთებს... და იმისაც, რომ ამ დრომდე ვერ აცნობიერებენ რას ემსახურება ივანიშვილი", - წერს საჯაია.

როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ფიქრობს, რომ დოკუმენტი საიდუმლოს არ შეიცავს.

ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა.

ხუხაშვილის ამ განცხადების გავრცელების შემდეგ კომენტარი გრიგოლ ვაშამძემაც გააკეთა. ვაშაძის თქმით, აღნიშნული მიმოწერა კონფიდენციალური ინფორმაციაა და მისი გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს