"ხელოვნური ტბა" საცხოვრებელი კორპუსის ეზოში

"ხელოვნური ტბა" საცხოვრებელი კორპუსის ეზოში

ახალქალაქში, თავისუფლების #72 -ში მდებარე სახლის ეზოში წარმოქმნილი "ხელოვნური ტბა" გაშრობას ვერ ასწრებს, ისე ივსება მორიგი წვიმის დროს. შემოდგომასა და თოვლის დნობის პერიოდში "ტბაში" წყალი მუდმივად მაღალ "ნიშნულზეა", ზამთარში კი ყინულის მოედანი კეთდება. ხალხს სახლში შესვლა უჭირს, ამასთან წყალი მუდმივად სარდაფებში ჩადის. კორპუსის მცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით საჩივარი და განცხადება დახმარების თხოვნით ორჯერ დაწერეს. დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხი ხუმრობს, რომ საკუთარი ტბა აქვთ და მალე თევზს მოაშენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პრობლემის მოგვარებს გზა ან ხრეშის დაყრით მიწის ამაღლება ან წყალსაცავის ამოთხრაა.

"შენობის ეზოში სასიარულოდ ნავია საჭირო, აქ გავლა შეუძლებელია. წყალი ლპება, ბაყაყები ყიყინებენ. ეს სახლი ერთ მშვენიერ დღეს დაინგრევა. არ ვიცით, შენობაში როგორ შევიდეთ და გამოვიდეთ. პურს თოკით ვაწვდით ზემოთ და სახლში ფანჯრებიდან შევდივართ. წყალს სათლებით ვღვრით. ეს ტბა არასდროს ქრება, ზამთარშიც და ზაფხულშიც მუდმივად არის", - ამბობენ ადგილობრივები.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა