ძვირფასი ფრანგული Jaques Selosse-ის ბრენდის თითქმის 4000 ბოთლი შამპანური ქალაქ ავიზში მოიპარეს. ქალაქი პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქურდობა ჯერ კიდევ გასულ კვირას მოხდა, მაგრამ პოლიციამ მის შესახებ დღეს განაცხადა. ქურდები კომპანია Anselme Selosse-ის ღვინის ქარხანაში ღამით შეიპარნენ და კვალი სარეცხი საშუალებებით და დეზოდორანტებით გააქრეს.
ბოროტმოქმედებმა შეფუთული ცქრიალა სასმელის გარდ,ა ეტიკეტებიც მოიპარეს. ფირმის მფლობელები შიშობენ, რომ დამნაშავეები ყალბი პროდუქციის გავრცელებას აპირებენ.
Anselme Selosse-ის ზარალის საერთო თანხამ 300 000 ევრო შეადგინა. სასმელის გამტაცებლების ძებნა გრძელდება.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.
ასევე იხილეთ:
-ძარცვა ჰოლივუდურად - ბრიუსელში 50 მილიონის ღირებულების ბრილიანტები გაიტაცეს