"ნაციონალების" კოორდინატორები "გაჭირვებული" მოქალაქეების მოტყუებით ბიუჯეტიდან თანხებს იღებენ?!

"ნაციონალების" კოორდინატორები "გაჭირვებული" მოქალაქეების მოტყუებით ბიუჯეტიდან თანხებს იღებენ?!

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები მოქალაქეების მოტყუების გზით ბიუჯეტიდან თანხებს იღებენ, რასაც შემდეგ თავად იყენებენ" - ამის შესახებ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორმა სულხან ქობულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სულხან ქობულაძე ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები მიდიან მოქალაქეებთან, პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტს ართმევენ, შემდეგ მათ სახელზე წერენ განცხადებას, რომ ეს ადამიანები გაჭირვებულები არიან და დახმარება სჭირდებათ. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, როდესაც ბანკში მოქალაქის სახელზე ფული დაირიცხება, "ნაციონალების" კოორდინატორები კვლავ აკითხავენ მოქალაქეებს, საკუთარი მანქანებით მიყავთ ბანკში, საიდანაც მოქალაქეს ფული გამოაქვს. "ფულს "ნაციონალების" აქტივისტები მოქალაქეებს არ აძლევენ და თვითონ იტოვებენ. ამგვარი დაახლოებით 40-50 შემთხვევაა დაფიქსირებული. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ფაქტების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან და მოკვლევას დაიწყებენ", - ამბობს სულხან ქობულაძე.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა