ინდოეთში ქალების დისკრიმინაცია მათ დაბადებამდე ხდება

ინდოეთში ქალების დისკრიმინაცია მათ დაბადებამდე ხდება

ინდოეთში ქალების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სუსტი სქესის დისკრიმინაცია მათ დაბადებამდე, ჯერ კიდევ საშვილოსნოში ხდება.

ჟურნალში Journal of Human Resources ახალი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ინდოეთის სამშობიაროებში იმ ქალებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვინც ბიჭზეა ფეხმძიმედ.

მიჩინაგისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 30 000 ინდოელი ქალბატონის მშობიარობისას გაწეული კონსულტაცია გადაამოწმეს და შედეგი ასეთია - ქალებს, ვინც ბიჭს ელოდება, მკურნალობისას უპირატესობას ანიჭებენ, კონსულტაციებზე უფრო ხშირად იბარებენ, გადასახადებზე გარკვეული შეღავათებითაც არიან განებივრებულნი და ტეტანუსის ვაქცინაციასაც უკეთებენ. ტეტანუსის ვაქცინაცია ინდოეთში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ახალშობილების სიკვდილის ხშირ მიზეზად სწორედ ეს მწვავე ინფექციური დაავადება სახელდება.

მომზადებულია Journal of Human Resources-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს