ჟაკლინ კენედის პირადი დალაქი: "ჟაკლინი მეწაღესავით იგინებოდა"

ჟაკლინ კენედის პირადი დალაქი: "ჟაკლინი მეწაღესავით იგინებოდა"

ჟაკლინ კენედის პირადმა დალაქმა, რომელმაც 8 წელი იმუშავა აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისთან, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საყვარელი კლიენტი გაიხსენა. ედგარ მონტალვომ საზოგადოებას სტილის ხატად შერაცხული ჟაკლინი შეულამაზებლად გააცნო.

დალაქის თქმით, ჟაკლინი საზოგადოების წინაშე ნამდვილი ლედის განსახიერება იყო, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მეწაღესავით იგინებოდა. რთულია ედგარის სიტყვებს არ ენდო - ის ჟაკლინ კენედისთვის პარიკებს 8 წლის განმავლობაში მის გარდაცვალებამდე ამზადებდა.

"მთელი მსოფლიო ნამდვილ სტილის ხატად თვლიდა, თუმცა თავად თავის თავზე ასე არ ფიქრობდა. ჯეკის შეეძლო ლანძღვა, ისე როგორც არავის! ნამდვილი მეწაღესავით იგინებოდა! ერთხელ ვუთხარი, რომ მისი სახლის უკან ფოტოგრაფი იყო ჩასაფრებული და როგორ ფიქრობთ, რა მიპასუხა? ნაბიჭვარი უწოდა და მისკენ წავიდა საქმის გასარჩევად. ერთ-ერთი უბედური პაპარაცი სასამართლომდეც კი მიიყვანა", - იხსნებეს დალაქი.

(სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ პაპარაცს ჟაკლინთან მიახლოება აეკრძალა).

"მას ძალიან უხეში თმა ჰქონდა, მაგრამ მისი შემხედვარე ამას ვერასდროს მიხვდებოდით", - იხსენებს დალაქი.

მონტალვოს თქმით, უხეშობით გამოირჩეოდა აშშ-ის კიდევ ერთი პირველი ლედი ნენსი რეიგანი.

"მასზე არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია. ნენსი საკმაოდ უხეში იყო და მასში ვერაფერი სასიამოვნო ვერ ვიპოვე. ისეთი თავშეკავებული იყო, გეგონებოდათ მთელი მსოფლიო მის წინაშე დავალებული იყო. მასთან შედარებით ჟაკლინი აბსოლუტურად ადეკვატური, კეთილი და საყვარელი იყო...", - გაიხსენა ედგარმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს