რა ხარისხის ხორცი შეაქვთ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში?

 რა ხარისხის ხორცი შეაქვთ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში?

ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღში საეჭვო ხარისხის ხორცი შეიტანეს. ეს ინფორმაცია მშობლებმა "გურია ნიუსს" მიაწოდეს და ბაღიდან გამოტანილი ხორცის ნაჭერიც თან ჰქონდათ. "ამის შესახებ, გვინდა, რომ ყველამ გაიგოს. ამ ხორცით როგორ შეიძლება მოამზადონ კერძი და შემდეგ ბავშვებს მიართვან. ხორცი ჩამოაქვთ ასპინძიდან და კაცმა არ იცის, რა ჩამოაქვთ. რაც ხდება, არის განუკითხაობა. საქმე ეხება ბავშვების კვებას. როგორც ვიცით, 13 ლარი იყო ტენდერზე ხორცის ფასი და ამ ორგანიზაციამ იმით მოიგო, რომ ორი ლარით ნაკლები შესთავაზა", - აცხადებენ მშობლები.

ინდმეწარმე ზურა მელიქაძე კი, რომელიც ოზურგეთში, ორ კვირაში ერთხელ, ყველა ბაღს ასპინძიდან ხორცით ამარაგებს, ამბობს, რომ ის თავის თავს არ შეუქმნის პრობლემას, რადგან თვითონაც შვილების მამაა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა