ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა

ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს. გუჯა ბიჭაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად 28 მარტს დაინიშნა. ციხის უფროსის ხელმძღვანელად დანიშვნამდე გუჯა ბიჭაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ის ამბობს, რომ მისი დანიშვნა განცხადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის შეთანხმებით მოხდა.

ახალციხის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბესიკ ბლიაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებად დაინიშნა.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა