ავთანდილ შოშიაშვილი შს მინისტრს ყალბი "ფეისბუქის" გვერდის საკითხის შესწავლას სთხოვს

ავთანდილ შოშიაშვილი შს მინისტრს ყალბი "ფეისბუქის" გვერდის საკითხის შესწავლას სთხოვს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კრივის სკოლის დირექტორი ავთანდილ შოშიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერნეტსივრცეში მისი სახელით გამოქვეყნებული წერილებისა და გამონათქვამების ფაქტების შესწავლას სთხოვს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ აგორდა, რაც 2012 წლის 6 ნოემბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ემიჯნება ყოფილ მმართველ გუნდს. ავთანდილ შოშიაშვილი ფიქრობს, რომ "ფეისბუქზე" მის ფოტოებს, ერთ დროს, მისი უახლოესი ნაცნობი აქვეყნებს. ამ ფოტოებზე სხვადასხვა სახუმარო გამონათქვამებია მიწერილი, რომელსაც შემდეგ უამრავი ადამიანი საკუთარ გვერდზე იზიარებს:

"ეს რაც ხდება, ფაქტობრივად, არის ადამიანის წამება. ჩემს ფოტოებს ადებენ უამრავ უხამს წინადადებებს. ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ ადამიანი გაანადგურონ. მე მივმართე რამდენჯერმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის განყოფილებას, მაგრამ იქიდან მწერენ, რომ მოცემული საქმე არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ასევე ჩემმა მეგობრებმა ფეისბუქის ადმინისტრაციას მისწერეს, საიდანაც ბოდიში მოიხადეს. რა ვქნათ, უკვე ბევრმა ადამიანმა გაიზიარა ეს გვერდი და მას ვეღარ ამოვშლითო. რას ჰგავს ეს? ამას ვინც აკეთებს, არის მშიშარა და არაკაცი", - აცხადებს ავთანდილ შოშიაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა