მაღაზია, სადაც შესვლა 5 დოლარი ღირს

მაღაზია, სადაც შესვლა 5 დოლარი ღირს

კონსულტანტებს ყოველდღე უწევთ მომხმარებლებთან ურთიერთობა, რომლებიც ზოგჯერ არაფერს ყიდულობენ, მაგრამ პროდუქციის შესახებ შეკითხვებს მაინც სვამენ.

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში მდებარე მაღაზია Celiac Supplies-ის მფლობელმა ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მაღაზიაში შევა და არაფერს იყიდის, 5 დოლარს მაინც გადაიხდის.

"აქცია" რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მაღაზიის ვიტრინაში სპეციალური განცხადებაც განათავსეს. კონსულტანტებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან დაწესებულებაში ახლა მხოლოდ ის ადამიანები შედიან, რომელთაც სავსე საფულე აქვთ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს