"საღამოს საათებში ქუთაისში პატრული მძღოლებზე ნადირობს"

"საღამოს საათებში ქუთაისში პატრული მძღოლებზე ნადირობს"

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტს ბუსუსებიან პრეზერვატივებზე მსჯელობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმების შემცირებას ურჩევს. აღნიშნულის შესახებ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ, ქუთაისის საპატრულო პოლიცის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წულაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემცირებას, არამედ მძღოლების გაყვლეფასა და ეკონომიკის დაუძლურებას ემსახურება.

გარდა ამისა, გოგი წულაია შსს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწოდებს. როგორც ის ამბობს, დღის საათებში ქალაქის გარეუბნებში პატრული იშვიათად ჩნდება, ხოლო საღამოს საათებში მძღოლებზე ნადირობა იწყება.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა