მონროს სუიციდის შესახებ ჩანაწერებს აუქციონზე გაყიდიან

მონროს სუიციდის შესახებ ჩანაწერებს აუქციონზე გაყიდიან

ამერიკელმა ინკოგნიტო კოლექციონერმა ნიუ-იორკის ონლაინ-აუქციონზე 250-ზე მეტი წერილი და დოკუმენტი გამოიტანა, რომლებიც ისეთ ლეგენდარულ პიროვნებებს ეკუთვნით, როგორიც ჯონ ლენონი და დუაიტ ეიზენჰაუერია.

სამახსოვრო შეტყობინებებს შორის ცნობილი მსახიობის, მერლინ მონროს ჩანაწერებიც აღმოჩნდა, რომლებშიც იგი თვითმკვლელობაზე საუბრობს. წერილის ადრესატი მისი მენტორი და სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელი ლი სტრასბერგია.

"ცხოვრების სურვილს ვკარგავ. ამის ატანა აღარ შემიძლია. ვიცი, შეშლილს ვგავარ, ვფიქრობ, მართლა ჭკუიდან გადავდივარ. მეჩვენება, რომ როგორც კი კამერის წინ ვდგები, ყურადღება მეფანტება და რაც მისწავლია, ყველაფერი მავიწყდება. ამის შემდეგ მგონია, რომ საერთაოდ არ ვარსებობ",- წერს 36 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ვარსკვლავი.

აუქციონზე ისტორიის თაყვანისმცემლებს აშშ-ის 34-ე პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის 58 წერილი დააინტერესებთ, რომელიც 1942-1945 წლებშია დაწერილი. შეტყობინებების ადრესატი პრეზიდენტის მეუღლეა.

აუქციონზე ჯონ ლენონის დაბეჭდილი წერილებიც გაიყიდება, რომლებსაც მუსიკოსი პოლ და ლინდა მაკარტნებს წერდა.

აუქციონის ყველა ლოტის ხილვა ნიუ-იორკში დუგლას ელიმანის ხელოვნების გალერეაშის 8-16 აპრილსაა შესაძლებელი. ვაჭრობა კი 30 მაისს დაიწყება.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს