ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერაქტი მიუზიკლის სიუჟეტი გახდა

ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერაქტი მიუზიკლის სიუჟეტი გახდა

ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის მიერ კუნძულ უტოიაზე მოწყობილი ორი ტერორისტული აქტი მიუზიკლის სიუჟეტი გახდება. სცენარისტი დევიდ კრეიგი და რეჟისორი რამინ გრეი ტრაგედიაზე დაფუძნებული მუსიკალური სპექტაკლის პრემიერას ერთ წელიწადში გეგმავენ.

ავტორების განცხადებით, სპექტაკლის მთავარი გმირი ქალია, რომელიც კუნძულ უტოიაზე დატრიალებულ სისხლისღვრას შეესწრო. მათივე თქმით, მიუზიკლში კარგად იქნება ნაჩვენები ის რეაქცია, რაც ტრაგედიას ნორვეგიულ საზოგადოებაში მოჰყვა.

მიუზიკლს, სახელწოდებით "მოვლენები" პირველად ედინბურგში, თეატრ Traverse Theatre-ში უჩვენებენ. შემდეგ მას ლონდონელი მაყურებელი იხილავს.

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა. კუნძულ უტოიაზე მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს