რაში დახარჯავენ ასპინძელები ორ მილიონამდე ლარს

რაში დახარჯავენ ასპინძელები ორ მილიონამდე ლარს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასპინძელებს რვა პროექტიდან მხოლოდ ორი დაუფინანსა. ასპინძაში მთავარ პრიორიტეტად სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დასახელდა, რიცთვისაც 1 700 000 ლარი დაიხარჯება. ასპინძის გამგებლის მოადგილე ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის საკითხებში ბესიკ სანდოძე ამ არჩევანს იმით ხსნის, რომ გასულ წელს დაწყებული პროექტები დასამთავრებელი იყო. "პრიორიტეტად გზების მოასფალტება ავირჩიეთ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ გასულ წლებში ჩვენ დაწყებული გვქონდა რამდენიმე სოფელში მოასფალტება, თუმცა ბოლომდე ვერ დავასრულეთ", - აცხადებს სანდოძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რვა პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 20 მილიონ ლარს სთხოვდა. საკრებულოში ამბობენ, რომ ყველა პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, დაბის შიდა გზებიც მოასფალტდებოდა და სოფლებამდე მისასვლელი გზებიც. დაგეგმილი იყო ახალი, გზის 20 -კილომეტრიანი მონაკვეთის დაგება სოფელ ჭობარეთამდე.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა